რა განსხვავებაა AVI-⁠სტრატეგიით შერჩეულ აქციებსა და საინტერესო აქციების სიას შორის?

როდესაც თქვენ გთავაზობენ საინტერესო აქციების სიას, მნიშვნელობა არ აქვს, ამას თქვენი მეგობარი გთავაზობთ თუ ბროკერი, იგულისხმება შემდეგი:

  1. ეს არის აქციები, რომლებიც შერჩეულია გარკვეული მაჩვენებლების მიხედვით. მაგალითად, ამ აქციებს კარგი დივიდენდები აქვთ. ან ისინი ბოლო პერიოდში კარგად იზრდებოდა. ან მათ გეგმებში საინტერესო პროექტები აქვთ…
  2. თქვენ თავად აფასებთ აქციებს საინტერესო აქციების სიიდან და იღებთ გადაწყვეტილებას, იყიდოთ თუ არა რომელიმე მათგანი.

როდესაც ხედავთ სტრატეგიის მიხედვით შერჩეული აქციების სიას, ეს ნიშნავს, რომ:

პარამეტრები, რომლებითაც აქციები შეირჩა, ტესტირებულია და ისინი არჩევენ აქციების ისეთ პორტფელს, რომლის ყიდვაც გრძელ პერიოდებში ბაზრის გასწრების საშუალებას იძლევა.

აქ საქმე სწორედ აქციების პორტფელშია. ჩვენ ვტესტავდით, როგორ იქცევა 19 პარამეტრით შერჩეული აქციების პორტფელი. არა ის, როგორ იქცევა თითოეული აქცია, არა ის, როგორ იქცევა პორტფელიდან რამდენიმე აქცია, არამედ სწორედ მთელი პორტფელი.

უზარმაზარი რაოდენობის ტესტების შედეგად ჩვენ ავირჩიეთ სამი სტრატეგია, რომლებიც არჩევენ აქციების პორტფელებს, რომლებიც (პორტფელები) ბაზარს უსწრებენ. ჩვენ ვიცით, როგორ იქცევა ეს პორტფელები. რამდენად ხშირად უსწრებენ ისინი ბაზარს, რამდენით უსწრებენ ბაზარს, რამდენად ხშირად აგებენ ბაზართან, რამდენით. ეს ინფორმაცია აქ არის: https://avistocks.com/backtestingresults

თუ თქვენ აირჩევთ ერთ ან რამდენიმე აქციას სტრატეგიის მიერ შემოთავაზებული პორტფელიდან, ჩვენ არ ვიცით, როგორ მოიქცევა ეს აქციები და შეძლებენ თუ არა სწორედ ეს აქციები ბაზრის გასწრებას.

ამიტომ ჩვენ გირჩევთ, შეიძინოთ სტრატეგიის მიხედვით მთელი პორტფელი სრულად. შეგიძლიათ შეიძინოთ პორტფელი თითოეული სტრატეგიის მიხედვით ან ორის მიხედვით. მაგრამ ჩვენ არ გირჩევთ სტრატეგიის მიერ შერჩეული პორტფელიდან ცალკეული აქციების შეძენას.

განხილვა Telegram-⁠ში

კომენტარები ჯერ არ არის. იყავით პირველი!

შესვლა Telegram-⁠ით. კომენტარი გამოჩნდება არხში პოსტის ქვეშ.

← სიაში დაბრუნება

Under Development